Tuesday, March 26, 2013


1.პროექტის სახელწოდება.
,რესურსების გადანაწილების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში და მასთან დაკავშირებული საომარი პროცესები.
2.პროექტის იდეა
დღეისათვის მსოფლიოში ეს თემა ძალზე აქტუალურია.ამ თემის განხილვით მოხდება მოსწავლეების ცნობიერების გაზრდა გლობალურ საკითხებზე.
3.პროექტის აქტუალობა
მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების გადანაწილება ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური საკითხია ,რასაც უამრავი პრობლემის წარმოშობასთან მივყავართ,მათ შორის სახელმწიფოებრივი ტერიტორიების გადანაწილებასთან რაც იწვევს დაპირისპირებებს და ომებს.მსგავსი პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც შეიძლება აღმოჩნდეს.ამიტომ მსგავსი თემების განხილვა შესწავლა განხილვა ახალგაზრდებს დაანახებს თუ როგორ და სად უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა და მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება რაოდენ დამოკიდებულია ამ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების კარგად ცოდნაზე.
4.პროექტის მიზანი
რაც შეიძლება კარგად ფლობდნენ ინფორმაციას და უკეთ იყვნენ ჩახედულები მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასთან რათა იმ ქვეყნების გამოცდილებით ჩვენ თავიდან ავიცილოთ მსგავსი პროცესები ჩვენს ქვეყანაში.
5.მონაწილეთა ასაკი
10-11 კლასის მოსწავლეები,რომლებიც სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხებით გადიან პოლიტიკურ გეოგრაფიას,რესურსების გეოგრაფიას,ომების გეოგრაფიას.
6.ვადების ხანგრძლივობა.
ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები.
მეტი ადამიანი გაიგებს თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში რესურსებთან დაკავშირებით და მასთან დაკავშირებულ კონფლიქტების გეოგრაფიასთან.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
1.მოსწავლეები.
2.მასწავლებელი.
3.კომპიუტერები.
4.პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა.
1.გაკვეთილის ორგანიზება.
2.გაკვეთილის ჩატარება.
3.ინტერნეტ ბლოგის მომზადება.
4.ინტერნეტ ბლოგზე მასალების განთავსება.
5.ინტერნეტ ბლოგის კონტროლი და ინფორმაციის განახლება.
10.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ვიყენებთ კავშირს ისტორიასთან,სოციალურ და პოლიტიკურ გეოგრაფიასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი.
ლუიზა ყურაშვილი-32 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა;luizakurashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი|ბლოგი:http://uizakurashvili.blogspot.com/